„მრცხვენია ყველას ნაცვლად, ვინც არ ელოდებით ხინჩეგაშვილის კომენტარს, ისე აცვით ჯვარს“

14469700_636342259879287_96895449763052462_nსაქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მაცაცო კევლიშვილი „ფეისბუქში“ პოსტს ავრცელებს და იმ კრიტიკას ეხმიანება, რომელიც სოციალურ ქსელებში მიხეილ სააკაშვილისა და ოლიმპიური ჩემპიონის ლადო ხინჩეგაშვილის ვიდეოს გავრცელებას მოჰყვა:

„ისე, როგორც არასდროს მიყვარს ჩემი ოლიმპიური ჩემპიონი ლადო ხინჩეგაშვილი. ისე როგორც არასდროს მეზიზღება ყველა პოლიტიკოსი და მათ შორის პოლიტიკოსებში პიარის მამა მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც ფრანგი მეღვინის რთველი სადაც ლადო საპატიო სტუმრად იყო მიწვეული საარჩევნო მარათონისთვის გამოიყენა და მრცხვენია ყველა თქვენგანის ნაცვლად, ვისაც ქართველი ოლიმპიელის სიყვარულის გაგრძელებისთვის ჯერ მის პასპორტში ქართველობის დამადასტურებელ ჩანაწერს ითხოვდით და ახლა ისე, რომ არ ელოდებით კომენტარს მომხდარზე აცვით ჯვარს. ხვალ სააკაშვილის Live-ს ხინჩეგაშვილი არ დაესწრება. დანარჩენს ალბათ თავად ლადო იტყვის, მაგრამ ვისთვის ან რატომ? მოისმენთ? განაჩენი ხომ უკვე გამოიტანეთ!“, – წერს კევლიშვილი.

https://youtu.be/AskUlIrEV4U

banner
წინა სტატიაში(video) კიევში საქართველოს შეიარაღებული მოქალაქე დააკავეს
შემდეგი სტატიაSOHR: რუსულმა თვითმფრინავებმა დაბობმეს ალეპოს 4 ჰოსპიტალი