მოზარდის გატაცების ბრალდებით დაკავებულები თავს უდანაშაულოდ ცნობენ (video)

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 29, 2018 09:53

მოზარდის გატაცების ბრალდებით დაკავებულები თავს უდანაშაულოდ ცნობენ (video)

ზუგდიდის პოლიციის მიერ ბავშვის გატაცების ბრალდებით დაკავებული ცოლ-ქმარი, ვასიკო ახალაია და ემა კვირტია წარდგენილ ბრალდებებს უარყოფენ.

დაკავებულების დაკითხვა წუხელ, გვიან ღამემდე მიმდინარეობდა, როგორც მათი ადვოკატი, ბესიკ ყურაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, არასრულწლოვანის მძევლად აყვანისთვის დაკავეულები წარდგენილ ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ. მისი დაცვის ქვეშ მყოფებს ბავშვი არ გაუტაციათ, რადგან დედა სახლში არ იმყოფებოდა, მოვლის მიზნით წაიყვანეს.

რაც შეეხება თანხას, არასრულწლოვანის დედას ფინანსური დავალიანება მართლაც ჰქონდა და სწორედ ამიტომ მიაკითხა სახლში.

ცოლ-ქმრის დაკავება მოსამართლის განჩინების საფუძველზე მოხდა. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს და 9-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 29, 2018 09:53

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,552
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics