მოზარდების მკვლელობის საქმე – დაცვის მხარეს დღეს ნივთმტკიცებულებებს გადასცემენ

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნების საქმეზე დაცვის მხარეს დღეს ნივთმტკიცებულებებს გადასცემენ. ესენია შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ტანსაცმელი და სხვა ნივთები, რომლებსაც დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩაუტარდება.

დაცვის მხარე უნდობლობას უცხადებს ბრალდების მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგს და აცხადებს, რომ მას რეალობასთან კავშირი არ აქვს.

„გადავწყვიტეთ, რომ არ ვენდობით ექსპერტიზის მიერ წარმოდგენილ დასკვნებს და ჩვენ თვითონ ჩავატაროთ კომისიური ექსპერტიზა. ვინაიდან ჩემთვის ცნობილია, რომ აბსოლუტურად სხვა გარემოება იყო ინციდენტის დღეს, მე ველოდები აბსოლუტურად სხვა დასკვნას, რომელიც დახატავს რეალურ სურათს და რომელიც იქნება ჭეშმარიტების დადგენის მიზნით,“-განაცხადა ადვოკატმა ინგა შარაშენიძემ.

banner
წინა სტატიაშისამი კვირის ანალიზმა აჩვენა, კლუბებიდან სასწრაფო დახმარების გამოძახების ფაქტები გახშირდა
შემდეგი სტატიასააპელაციო სასამართლოში დღეს ბახალას საქმეზე პროცესი განახლდება