,,მოვუწოდებ რესპუბლიკურ პარტიას, დროულად ჩამოყალიბდნენ”

პრეზიდენტის მრჩეველი, ფიქრია ჩიხრაძე, რესპუბლიკურ პარტიას ჩამოყალიბებას ურჩევს.

ამის შესახებ ჩიხრაძემ განცხადება გადაცემა არჩევანში გააკეთა.

ამ განცხადებით ფიქრია ჩიხრაძე რესპუბლიკური პარტიის წევრს, დავით ზურაბიშვილს, პასუხობს, რომელმაც გიორგი მარგველაშვილის განცხადების შეფასებისას თქვა, რომ “პრეზიდენტი გია ხუხაშვილის დარიგებით საუბრობს”.

„გიორგი მარგველაშვილი სწორედ ის პერსონაა დღევანდელ პოლიტიკაში, რომელმაც ყველაზე დიდ ჭკუის დამრიგებლებისგანაც კი არ მიიღო დარიგებები,“ – აცხადებს პრეზიდენტის მრჩეველი და რესპუბლიკურპარტიას დროულად ჩამოყალიბებას ურჩევს.

„მე მოვუწოდებ რესპუბლიკურ პარტიას, სჯობს, თვითონ ჩამოყალიბდნენ, თვითონ გაერკვნენ, რა მიმართულება აქვთ კოალიციასთან და, თუ ასეთი ფუნდამენტური განსხვავებები არსებობს მათ შორის, არ შეიძლება ერთ კოალიციაში ყოფნა. ეს ამომრჩეველშიც სერიოზულ დაბნეულობას გამოიწვევს,“  აცხადებს ფიქრია ჩიხრაძე.

banner
წინა სტატიაში,,ქართული ოცნების მთვარობამ რუსეთს მოუხსნა დისკომფორტი”
შემდეგი სტატიაელისო კილაძე მთავარ პროკურატურაშია დაბარებული