“მოვუწოდებ ყველას მოვიდეს არჩევნებზე და ხმა მისცენ საკუთარი ცხოვრების უკეთ ყოფნას“

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ორგანიზაციის შეხვედრას დაესწრო, რომელშიც საქართველოს მასშტაბით 100-ზე მეტი ქალი მონაწილეობდა. შეხვედრაზე წინასაარჩევნო გარემოზე, 8 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებსა და პარტიის ორგანიზაციის ამ პროცესში ჩართულობაზე ისაუბრეს.

“ყველა გაჭირვება, ყველა პრობლემა, სიძვირე, სიღარიბე ყველაფერი განსაკუთრებით გადადის ჩვენი ქალბატონების კისერზე, ამიტომ მე მათ მოვუწოდებ იყვნენ აქტიურები და ნუ მისცემენ მათ საშუალებას მათ მაგივრად გადაწყვიტონ და მოვუწოდებ ყველას მოვიდეს არჩევნებზე და ხმა მისცენ საკუთარი ცხოვრების უკეთ ყოფნას,“ – განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშიავლაბარში ლგბტ თემის ორი წარმომდგენელი დაჭრეს
შემდეგი სტატია(+ფოტო) ირმა ნადირაშვილი: კორცხელში დაძაბულობაა და ხელჩართული ომი