მოვუწოდებ ყველას დაგმონ ძალადობა, დაუშვებელია პოლიციელზე თავდასხმა – საია შსს-ს რეაგირებას სთხოვს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი მარნეულში, სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარი დაპირისპირებას გამოეხმაურა.

”ადამიანების გარკვეული რაოდენობა ძალიან აგრესიულად მოქმედებს. ჩვენი ინფორმაციით, დაშავებულია ერთი პოლიციელი. დაუშვებელია პოლიციელზე თავდასხმა. მოვუწოდებ ყველა მხარეს, რომ უზრუნველყონ თავისი წარმომადგენლების მხრიდან კანონის და წესების დაცვა, დაგმონ ძალადობა და მოუწოდონ, რომ ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი არ იყოს წახალისებული. მოვუწოდებ შსს-ს, მიიღოს შესაბამისი ზომები და გაგზავნოს პოლიციელები ადგილზე. დარწმუნებული ვარ, ეს ზომები მიღებული იქნება”, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

საია-ს თავმჯდომარეს ამ ეტაპზე ინფორმაცია არ აქვს, თუ რომელ პარტიას ეკუთვნიან აღნიშნული აგრესიული პირები.

banner
წინა სტატიაში” ამ ხალხს ვერ გავაჩერებ” – იმამ ყულიევი კვირიკაშვილის მარნეულში ჩასვლას ითხოვს
შემდეგი სტატიასპეცდანიშნულების რაზმი მივიდა მარნეულში 48-ე უბანთან