მოვუხმობ მთელი საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს, გააერთიანონ თავიანთი ძალები, რათა ეს სისტემა ერთხელ და სამუდამოდ ჩამოიშალოს

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ივნისი 3, 2018 00:01

მოვუხმობ მთელი საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს, გააერთიანონ თავიანთი ძალები, რათა ეს სისტემა ერთხელ და სამუდამოდ ჩამოიშალოს

მოვუხმობ მთელი საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს, გააერთიანონ თავიანთი ძალები, რათა ეს სისტემა ერთხელ და სამუდამოდ ჩამოიშალოსმოვუხმობ მთელი საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს, გააერთიანონ თავიანთი ძალები, რათა ეს სისტემა ერთხელ და სამუდამოდ ჩამოიშალოს, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ რუსთაველზე განაცხადა.

მისი თქმით, აქამდე ცდილობდა, მხოლოდ საზოგადოების წარმომადგენლებისთვის მოეწოდებინა გვერდით დგომისკენ, ხოლო ახლა უკვე ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწოდებს გაერთიანებისა და მხარდაჭერისკენ.

„თქვენ ძალიან კარგად ნახეთ, მთავრობა ყველა ღონეს ხმარობს, ცდილობს, მშვიდობიან აქციაში პროვოკაცია შემოიტანოს. არ ვიცი, ვისი წარმომადგენელია, სუს-ი არის თუ ვინც არის. მე მივიღე გადაწყვეტილება, დღემდე აბსოლუტურად ვცდილობდი, რომ მხოლოდდამხოლოდ საზოგადოებისა და იმ ადამიანებისთვის მომეხმო, ვინც შეძლებდა ჩემ გვერდით დადგომას.

ახლა უკვე მოვუხმობ მთელი საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს, გააერთიანოს თავის ძალები, რათა ეს სისტემა ერთხელ და სამუდამოდ ჩამოიშალოს. მე ამათ არ მივცემ უფლებას, რომ აქ სიმართლემ ვერ გაიმარჯვოს. სიმართლემ აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს. თქვენ თუ არ მეთანხმებით, მაშინ ახლავე მითხარით.

ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა ელიტის წარმომადგენელს, ყველა მოქალაქეს, ყველა გლეხ ადამიანს, ყველა ჩემსავით პატარა კაცს მოვუხმობ, დამიდექით გვერდით, არამარტო მე, არამედ ყველა შვილმოკლულ მშობელს, ყველა შვილმოკლულ მამას, ყველა შვილმოკლულ დედას, გავერთიანდეთ მთელი ძალებით, დღეს კიდევ შეეცადა მთავრობა, რომ სულში ჩააფურთხოს მიცვალებულებს. ეს სისტემა აუცილებლად უნდა ჩამოიშალოს“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ივნისი 3, 2018 00:01

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,388
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics