“მოვიდა დრო, ახალმა ცოცხმა კარგად გამოგავოს პროკურატურის სისტემა”

პროკურატურის შიდა საკადრო ცვლილებებს აფასებენ პოლიტიკოსები. უმრავლესობის აზრით, ეს პროკურატურის ეფექტური მუშაობისთვის კეთდება. საპარლამეტნო უმცირესობა ამ ფაქტს ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს.

მათი თქმით, ყოფილი პრემიერი სასამართლოს შემდეგ ყველაფერს აკეთებს უკვე პროკურატურაზე ზეგავლენისთვის.

“ბიძინა ივანიშვილმა პროკურატურაში, თავის დროზე დანიშნა ადამიანი, რომელიც ბოტასების ქურდობაზე და ყაჩაღობაზე იყო გერმანიაში ნასამართლევი. ეს იყო თავისთავად იმის მაგალითი, რომ ამის შემდეგ რა მოხდება პროკურატურაში, სანამ მას და ქვეყანას მართავს ბიძინა ივანიშვილი, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს,” – აღნიშნა ნაციონალური მოძრაობის წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

თავისუფალი დემოკრატები კი ფიქრობენ, რომ მთავრი პროკურატურის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფაა, რასაც დღეს ხელისუფლება ვერ ახერხებს.

“მოვიდა დრო, ახალმა ცოცხმა კარგად გამოგავოს პროკურატურის სისტემა. ასეთ ახალ ცოცხად წარმოვიდგინოთ ბატონი შოთაძე. ყველაზე მნიშვნელოვანია პროკურატურა დაეხსნას ხელისუფლების პოლიტიკურ მარწუხებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მნიშვნელობა არ აქვს ვინ მოვა,” – განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.

banner
წინა სტატიაში“კოალიცია ეცდება ამ დაპირისპირებიდან ნაკლები დანაკარგით გამოვიდეს”
შემდეგი სტატიაფინანსთა სამინისტოს საგამოძიებო სამსახურმა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა დანაშაულებრივი ჯგუფის ორი წევრი