,,მოვახერხეთ რუსეთთან სტაბილურობის შექმნა, მაგრამ ამას არ აქვს დიდი პროგრესი პოლიტიკურ განზომილებაში”

მოვახერხეთ რუსეთთან სტაბილურობის შექმნა, მაგრამ ამას არ აქვს დიდი პროგრესი პოლიტიკურ განზომილებაში – გიორგი კვირიკაშვილი
დღეს, 12:10 8

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, აშშ-ში ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოს და ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობებს. ამერიკული ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები დაინტერესდნენ ინვესტიციების ჩადებით კონკრეტულ სფეროებში, როგორიც არის ჯანდაცვა, ტრანსპორტი, ფინანსები.

პრემიერ-მინისტრმა მათ მთავრობის რეფორმების გეგმა გააცნო, ვრცლად ისაუბრა მომავალ პრიორიტეტებზე და უპასუხა შეკითხვებს.

შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოს, როგორც წამყვანი რეფორმატორი ქვეყნის დიდი პოტენციალი.

“საქართველოს მთავრობის უდიდესი მიღწევა, ბლო რამდენიმე წლის განმავლობაში, არის ქვეყანაში სტაბილურობის განცდის შექმნა ჩვენი მთავარი საგარეო მიზნების დათმობის გარეშე. ვფიქრობ, ეს შესანიშნავია, რომ საქართველოს მისწრაფებები ევროკავშირისა და ნატოს მიმართ თანმიმდევრული რჩება. ჩვენ ბრწყინვალე დინამიკა გვაქვს ევროპულ სტანდარტებთან მიახლოების თვალსაზრისით. საქართველო ასევე ძალიან თანმიმდევრულია ნატოსთან მიმართებით. ჩვენ გაქვს თანამშრომლობის გაფართოებული ფორმატი. რა თქმა უნდა, საქართველოს წევრობა ნატო-ს წევრი ქვეყნების კონსენსუსის საკითხია და ვიმედოვნებთ, მომავალში მეტი შესაძლებლობა იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. ასევე ჩვენი მთავარი სტრატეგიული ვექტორის დათმობის გარეშე, ჩვენ მოვახერხეთ რუსეთთან სტაბილურობის შექმნა, ტემპერატურისა და დაძაბულობის დაწევა მიუხედავად იმისა, რომ ამას არ აქვს დიდი პროგრესი პოლიტიკური განზომილებაში,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრას 15-ზე მეტი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტის წარმომადგენელი დაესწრო.

banner
წინა სტატიაშიპენტაგონი ოფიციალურ მოსკოვს აფრთხილებს
შემდეგი სტატია30 აპრილს საქართველოს შეიარაღებული ძალების დღე აღინიშნება