მოვაჭრის მიერ დაკავებული 1 კვ.მ-ის საფასური თვეში, სავარაუდოდ, 5-დან 30 ლარამდე იქნება

ქალაქ ზუგდიდის საკრებულომ გარევაჭრობის რეგულირებისა და საფასურის დადგენის შესახებ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. გარევაჭრობის რეგულირების წესის დადგენილების პროექტის მიხედვით, ქალაქის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობა დასაშვები იქნება მხოლოდ თვითმმართველი ორგანოს მიერ საამისოდ განსაზღვრულ ადგილებზე. გარე ვაჭრობისთვის ადგილებს ქალაქის აღმასრულებელი ორგანო (მერია) საკუთარი ან დაინტერესებული პირების განცხადების საფუძველზე განსაზღვრავს. გარდა ამისა, დადგენილების პროექტი გარევაჭრობის უფლების საფასურსაც ადგენს. მოვაჭრის მიერ დაკავებული 1 კვ.მ-ის საფასური თვეში, სავარაუდოდ, 5-დან 30 ლარამდე იქნება.

რადიო “ათინათი”

banner
წინა სტატიაშიუკრაინის პატრიარქი ევროდეპუტატებს: „აღმოსავლეთ უკრაინაში მოვლენები შესაძლებელია მესამე მსოფლიოში გადაიზარდოს“
შემდეგი სტატიალუკაშენკოს ვიზიტი აფხაზებს გულზე მოხვდათ