მოურინიო ,,ჩელსიდან,, მეორედ მიდის…

ცნობილი პორტუგალიელი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო, 17 დეკემბერს ,,ჩელსის,, მთავარი მწვრთნელის პოსტიდან, კლუბის პრეზიდენტმა რომან აბრამოვიჩმა გაუშვა…

,,მსოფლიოში ბევრი საუკეთესო მწვრთნელია, მაგრამ ყველაზე უკეთესი მე ვარ,, სიტყვების ავტორი მოურინიო, რომელიც ინგლისის ჩემპიონატში ,,ჩელსის,, 5 საჩემპიონო ტიტულიდან – 3-ს ავტორია, მიმდინარე ჩემპიონატში ამ დროისათვის ფატალური შედეგის გამო გაუშვეს… ,,ჩელსი,, ინგლისის პრემიერლიგაში 16 თამაშიდან 15 ქულით მე-16-ე ადგილზეა და გასავარდნ ზონას უახლოვდება,

გავრცელებული ინფორმაციით, ,,ჩელსიდან,, მეორედ წასულ მოურინიოს, კლუბი კონტრაქტის გაწყვეტის გამო შესაბამის კომპენსაციას გადაუხდის.

მოურინიოს ,,ჩელსიდან,, გაშვებისტანავე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის შესძლებელია მადრიდის ,,რეალში,, გადასულიყო, რაც მადრიდელთა პრეზიდენტმა ფლორენსიო პერესმა კატეგორიულად უარყო.

www.timer.ge 

banner
წინა სტატიაშიISIS-მა მორიგი შემზარავი ვიდეო გაავრცელა…
შემდეგი სტატია„რუსეთთან ვცდილობთ, ღრმა ჩიხიდან გამოვიყვანოთ ჩვენი ურთიერთობები” – ზურაბ აბაშიძე