მოწმემ სისხლიანი გარჩევის მონაწილედ მიხეილ კალანდია და ერთ-ერთი არასრულწლოვანი დაასახელა – ზაზა სარალიძე

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 17, 2018 18:41

მოწმემ სისხლიანი გარჩევის მონაწილედ მიხეილ კალანდია და ერთ-ერთი არასრულწლოვანი დაასახელა – ზაზა სარალიძე

საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ერთ-ერთი ბრალდებულის დაკითხვა მიმდინარეობს.

დავით სარალიძის მამის ინფორმაციით, ბრალდებულმა 2 პირი დაასახელა, მათ შორის, ერთ-ერთი საქმის მთავარი მოწმე, მიხეილ კალანდია და ერთ-ერთი არასრულწლოვანი, რომლებიც მონაწილეობდნენ სარალიძე-დადუნაშვილის მკვლელობის ფაქტში.

სარალიძის მამის ინფორმაციით, ორივე პირს სავარაუდოდ ბლაგვი საგანი ქონდათ, რომლითაც გარდაცვლილებს ჭრილობები მიაყენეს.

„ორ პიროვნებას დაადო ხელი, რომლებზეც საკმაოდ საფუძვლიანი ეჭვი მქონდა აქამდე, პირდაპირ დაადო ორივეს ხელი ანუ რაღაც საგნის მაგვარი დაინახა მათ ხელში, რომელსაც უქნევდა ჩემს შვილს. ბრალდებულმა მოწმემ ნათლად აღნიშნა ის ფაქტიც, რომ გამოძიება ზეწოლას ახდენდა მასზე, ჩვენება დაუწერეს, წაიკითხა, რომელიც საქმის მასალებში არ დევს, გააქრო, ასე, რომ ვთქვათ, პოლიციამ და მხოლოდ ფარული ვიდეო ჩანაწერი არის გაჟღერებული მისი, სადაც რაღაც დეტალებს მალავს იქიდან გამომდინარე, რომ დაშინებული იყო პოლიციის მხრიდან,“ – განახცადა ზაზა სარალიძემ.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 17, 2018 18:41

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,598
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics