მოწევა ერთი ტრილიონი ჯდება და მისგან 8 მილიონი ადამიანი მოკვდება

Сигарета и окурки в пепельнице в баре Вены. Курение обходится мировой экономике более чем в $1 триллион в год, и к 2030 году от него будут гибнуть на треть больше людей, чем сейчас, показало исследование Всемирной организации здравоохранения (ВОЗ) и Национального института онкологии США, обнародованное во вторник. REUTERS/Leonhard Foeger

მოწევა მსოფლიო ეკონომიკას 1 ტრილიონ დოლარზე მეტი უჯდება წელიწადში და 2030 წლისათვის მისგან იმაზე მეტი ადამიანი მოკვდება, ვიდრე ახლა – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და აშშ-ს ონკოლოგიური ინსტიტუტის კვლევებმა აჩვენეს.
ხარჯები გაცილებით აღემატება თამბაქოს ნაწარმის აქციზებისგან გლობალურ შემოსავალს, რომელიც იგივე ორგანიზაციების მონაცემებით, 2013-2014 წლებში 269 მილიარდი იყო.
“თამბაქოს ნაწარმისგან სიკვდილიანობა, როგორც მოსალოდნელია, წლიური 6 მილიონიდან 8 მილიონამდე გაიზრდება 3020 წლისათვის, მათგან 8%-ზე მეტი საშუალო და დაბალი შემოსავლის ქვეყნებზე მოდის” – ნათქვამია მოხსენებაში, რომელიც 688 გვერდია.
ექსპერტების თქმით, ბევრ ქვეყანას გააჩნია იმის მექანიზმი, რომ მწეველების დონე შეამციროს, მაგრამ მას არაეფექტურად იყენებს.
“მთავრობების შიში იმაზე, რომ თამბაქოს მოწევასტან ბრძოლა უარყოფითად იმოქმედებს ეკონომიკაზე, ფაქტებით არ დასტურდება. მეცნიერებას სწორი ხედვა აქვს. აუცილებელია სასწრაფო მოქმედება” – აღნიშნულია მოხსენებაში.

banner
წინა სტატიაშიასტანაში ყაზახი გოგოების ჩინელებზე გათხოვების წინააღმდეგ მიტინგი ჩატარდა
შემდეგი სტატიარესპუბლიკურ საავადმყოფოში პრეზიდენტის სიძის ოპერაცია დასრულდა