,,მოტოროლა,, ლიკვიდირებულია…

14658167_658343507659173_573311647_nუკრაინული მედიის ცნობით, დონეცკში მოქმედი ცნობილი რუსი სეპარატისტი და საველე მეთაური არსენ პავლოვი, მეტსახელად ,,მოტოროლა,, რომელიც უკრაინელების მიმართ თავისი სისასტიკითა და ცინიკური დამოკიდებულებით იყო ცნობილი, ლიკვიდირებულია…
გავრცელებული ინფორმაციით, 16 ოქტომბერს, დონეცკში, საკუთარი ბინიდან გამოსული ,, მოტოროლა,, ლიფტში შესვლისთანავე თვითნაკეთი საფეთქებელი მოწყობილობით ააფეთქეს.
,,მოტოროლას,, მკვლელობას, დონეცკის თვითაღიარებული სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელები, განიხილავენ როგოც უკრაინის მიერ ჩადენილ ტერორისტულ ქმედებას, რომლის მიზანიც დონეცკში სიტუაციის არევაა.
აღსანიშნავია, რომ ,,მოტოროლად,, წოდებული არსენ პავლოვი უკრაინელების წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოდ ითვლებოდა რუს სეპარატისტებში. ის კონფლიქტის დაწყების პირველივე დღიდან აქტიურად იყო ჩართული საბრძოლო მოქმედებებში და ბრძოლის ველიდან პირდაპირ ეთერშიც ხშირად ერთვებოდა რუსულ ტელეარხებს, რამაც მას სეპარატისტებში დიდი პოპულარობა მოუტანა.

banner
წინა სტატიაში,,რუსეთი გაგიჟდა… ის ბოროტ სულებს ძეგლს უდგამს,,
შემდეგი სტატიაისლამურმა სახელმწიფომ” მნიშვნელოვან სასაზღვრო ქალაქ დაბიკზე დაკარგა კონტროლი