მოტყუებული გლეხები კუთვნილი თანხის აღებას მეორე წელია უშედეგოდ ელოდებიან

უკვე ორი წელია 50-მდე მევენახე კუთვნილი თანხის მიღებას ელოდება.

კომპანიის მფლობელი, რომელმაც გლეხებისგან ყურძენი ჩაიბარა ძებნაშია. სასამართლომ ელიზბარ დათუაშვილს თაღლითობის 8 წელი დაუსწრებლად უკვე შეუფარდა, თუმცა სახელმწიფო მოტყუებულ მევენახეებს კუთვნილ ფულს ვერ აძლევს, რადგან კომპანიის ანგარიშები ცარიელია. გლეხების დავალიანება კი ჯამში 200 ათას ლარს შეადგენს.

დაზარალებული მევენახეებისთვის დახმარების აღმოსაჩენად სოფლის მეურნეობის მინისტრს პრემიერმა დავალება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მისცა.

banner
წინა სტატიაშიაჰმედ ჩატაევთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიასაპარლამენტო არჩევნებისათვის იუსტიციის სამინისტროსთან უწყებათაშორისი კომისია შეიქმნა