მოსულში აფეთქებას 23 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

ერაყის ქალაქ მოსულის ბაზარში აფეთქებას მინიმუმ 15 სამოქალაქო პირი და რვა პოლიციელი ემსხვერპლა – დღეს ქვეყნის შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია – წერს Associated Press-ი.
აფეთქდა სამი მანქანა.

შეგახსენებთ, რომ მოსულის განთავისუფლების ოპერაცია 17 ოქტომბერს დაიწყო და ჯერ არ დასრულებულა. დაახლოებით 100 ათასი სამხედრო “ისლამური სახელმწიფოს” 5 ათას ჯარისკაცს ებრძვის.
უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ქალაქს ტერორისტები განაგებენ.

banner
წინა სტატიაშიამერიკელ დემოკრატებს კლინტონის კიდევ ერთი საპრეზიდენტო კამპანია არ სურთ
შემდეგი სტატიაკატა, ბრიტანეთის საგარეო უწყებიდან, საპატიო ყარაულით დააჯილდოვეს