მოსწავლე-ახალგაზრდული სასახლის პედაგოგების სკანდალური წერილი თბილისის მერს

„ბატონო დავით, თქვენი დანაპირების მიუხედავად, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორი, ქალბატონი თიკა რუხაძე თანამშრომლებს , სრულიად უსამართლოდ და უსაფუძვლოდ ათავისუფლებს! მათ ადგილას კი, ცნობილი „ნაციონალების“ მეგობრები, მეუღლეები და მშობლები მოდიან. გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ აღნიშნულ საკითხს!“ – ნათქვამია წერილში, რომელიც მოსწავლე-ახალგაზრდული სასახლის პედაგოგებმა თბილისის მერს გაუგზავენს.
ამასთან, „თაიმერთან“ საუბრის დროს, ერთ-ერთი პედაგოგი, რომელიც გარკვეული მიზეზის გამო, ინკოგნიტოდ დარჩენას ამჯობინებს, სკანდალურ ინფორმაციას ასაჯაროებს და ყვება:
„სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, თიკა რუხაძე მუშაობდა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პროდუსერად. მას შემდეგ კი, რაც პროკურატურამ მის წინააღმდეგ საქმე აღძრა, სამუშაოდ გადავიდა ბადრი პატარკაციშვილის კომპანიაში მომღერლების პროდუსერად. ამ სამსახურშიც პროკურატურამ მასზე საქმე აღძრა ფულის მითვისების ფაქტზე, თუმცა მაშინ „ნაციონალებამ“ – მისმა მფარველებმა უშველეს იმ მოტივით, რომ ქალბატონი თიკა წარმოადგენდა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩანერგილ აგენტს. ამ შემდეგ, მიშამ მოაწყო მუსკომედიის თეატრის დირექტორად და 6 თვეში ფინანსურმა პოლიციამ საქმე აღძრა (ეს ის პერიოდია, ბიძინა ივანიშვილი თავისი ფულით რომ არემონტებდა მუსკომედიის თეატრს, ანუ ბატონი ბიძინას ფული შეჭამა) ფულის მითვისების ფაქტზე, თანამდებობა დაატოვებინეს, მაგრამ „ნაცებმა“ არ დააჭერინეს. შემდეგ დაიწყო მუშაობა „ცენტრ პოინტში“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსად. შეჭმული აქვს მეანაბრეების ფული, ასევე, გადამალული აქვს „ცენტრ პოინტის“ ქონება (ამაზე წერდნენ ჟურნალისტები) – მიწის ნაკვეთები, სახლები, ფართები და ა.შ. „ცენტრ პოინტის“ საქმის მრავალ ეპიზოდში ფიგურირებს და პროკურატურას ბევრი კითხვა აქვს რუხაძესთან. ამჟამად, ეს ქალბატონი მუშაობს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის (ყოფილი „პიონერთა სასახლე“) დირექტორად. მისი დანიშვნის დღიდან, სასახლის მასწავლებლები გამოვიდნენ თიკა რუხაძის წინააღმდეგ და სასახლეში არ უშვებდნენ; ბატონმა მერმა წერილი მისწერა კოლექტივს და დაპირდა, რომ არავინ წავიდოდა სამსახურიდან, ანუ არ იქნებოდა შემცირებები, არ დაიხურებოდა კაბინეტები და სასახლის ინფრასტრუქტურაც მოწესრიგებდებოდა, ოღონდ თიკა რუხაძე შეეშვათ სასახლეში. მოკლედ, ამ დაპირებით დაიყოლია კოლექტივი. სასახლე იურიდიულად აიპი-ა და თბილისის მერიას ეკუთვნის. თიკა რუხაძე მომძლავრდა სასახლეში, გვერდში ამოიყენა ნანა ალექსანდრია (ბოკერიას დედა), სხვა „მიშისტები“ და კოლექტივს ატერორებს. ახლა მოიგონა გამოცდები, უნდა ჩაგიტაროთო; თანამშრომლებს ხელი მოაწერინა რაღაც დოკუმეტზე და უთხრა, თუ არ მომეწონება თქვენი პასუხები, სამსახურიდან მიდიხართ და პრეტენზიები არ გექნებათო. მოიყვანა თავისი უვიცი დაქალები, რომლებიც თვეში ერთხელ დადიან სასახლეში ყავის დასალევათ და სხვა სამსახურებშიც მუშაობენ. რუხაძე მათაც ატერორებინებს პედაგოგებს. მოკლედ, იურიდიულად ბევრი შეცდომა დაუშვა; გამოცდები უნდა ჩაეტარებინა ივნისში, საამისოდ უნდა დარიგებოდათ პედაგოგებს კითხვარი, თუ რა საკითხებს შეეხებოდა გამოცდები და ასე შემდეგ. აღარ დაელოდა ივნისს და ახლა დაიწყო გამოცდები. მოაწყო ოთახი, სადაც დაამონტაჟა ვიდეოკამერა (როგორც დაკითხვას, ისე აწყობს გამოკითხვას), გვერდე დაისვა თავისი უცოდინარი „ნაციონალი“ დაქალები, ჩვენ ვართ საგამოცდო კომისიაო და ატარებს დაკითხვებს. ყველაფერ ამას აკეთებს დავით ნარმანიასა და მერიის სახელით.“

banner
წინა სტატიაშირას მალავს საქართველოს ხელისუფლება-სანრო ბრეგაძე სკანდალურ პოსტს აქვეყნებს
შემდეგი სტატიაძლიერმა ქარმა მოსახლეობას პრობლემები რუსთავშიც შეუქმნა