მოსკოვში თურქეთის საელჩოსთან დაცვა გააძლიერეს

დღეს დილას რუსულმა და აზარბაიჯანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, მოსკოვში თურქეთის საელჩოსთან მომხდარი ინციდენტის შესახებ. ეროვნებით სომეხმა მოქლაქემ თურქეთის საელჩოს საკუთარი სანადირო თოფიდან ცეცხლი გაუხსნა. თავდამსხმელი საელჩოს დაცვამ დააკავა და პოლიციას გადასცა.   დაკავებული აღმოჩნდა ეროვნებით სომეხი არტურ მირზოიანი, რომელსაც მოსკოვში საკმოდ წარმატებული ბიზნესი აქვს.  გავრცელებული ინფორმაციით მირზოიანის ქმედება იმ ისტრიული დაპირისპირებით აიხსნება რომელიც თურქებსა და სომხებს შორის არსებობს. თავდამსხმელის თქმით მისი სამიზნე იყო საელჩოს შენობაზე განთავსებული თურქეთი ღერბი, რომელსაც ორი ტყვია მოარტყა თავდამსხმელმა.  მირზოიანის თავდაპირველად, ორი გასროლის შემდეგ მიმლვა სცადა, თუმცა საელჩოს დაცვამ კამერებით დაინახა საით გაიქცა ტავდამსხმელი და მალევე დააკავა. მირზოიანის ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში არაფერია ნათქვამი.მოსკოვში თურქეთის საელჩოსთან უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მიიღეს – ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს ინფორმაციას.
საელჩოს შენობასთან მობილიზებულია პოლიციის მანქანები და ათობით სამართალდამცველები მორიგეობს. ამავე დროს, საელჩოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტები სკანდირებენ ლოზუნგებს, სადაც ისინი თურქეთს ტერორიზმის მხარდაჭერაში ადანაშაულებენ.
დღეს რუსეთის პრეზიდეტნმა განაცხადა, რომ რუსულ ავიაგამანადგურებელ სუ-24-თან დაკავშირებული ინციდენტით თურქეთმა ტერორიზმს დაუჭირა მხარი. მისივე თქმით, თურქეთის სამხედრო ავიაციის მიერ რუსული გამანადგურებლის ჩამოგდებით ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა რადიკალურად შეიცვლება.
რუსული სუ-24-ის ჩამოგდებასთან დაკავშირებით ნატო დღეს სპეციალურ სხდომას გამართავს.

banner
წინა სტატიაშიდუმაში რუსეთსა და თურქეთს შორის ავიამიმოსვლის შეწყვეტას ითხოვენ
შემდეგი სტატიათურქეთის მიერ რუსული თვითმფრინავის ჩამოგებაზე ვლადიმერ პუტინის პირველ კომენტარს, საფონდო ბაზარზე ვარდნა მოჰყვა