მოსკოვში ტერაქტის საფრთხის გამო 4000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

რუსული მედიით გავრცელებული ინფორმაციით, ტერაქტების საფრთხის გამო, რომელიც ანონიმური წყაროს მიერ განხორციელებულ ზარებიდან მომდინარეობდა, მოსკოვში სასტუმრო ,,კოსმოსიდან,, და სავაჭრო ცენტრ ,,კაპიტოლიიდან,, 4000-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. მიუხედავად ევაკუაციისა, რუს სამართალდმაცავებს ამ დრომდე ტერაქტის კვალი არ აღმოუჩენიათ.


როგორც რუსული მედია აცხადებს, ბოლო 12 დღის განმავლობაში რუსეთის 80-მდე ქალაქის 1000-მდე შენობიდან, 400.000-მდე მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა ტელეფონის საშუალებით მიღებული აფეთქებების საფრთხის გამო.

banner
წინა სტატიაშისირიაში ISIS-ის მეომრებმა რუსი გენერალი მოკლეს
შემდეგი სტატიარეფრენდუმის წინა დღეს ქურთებმა და ერაყის არმიამ ხელშეკრულება გააფორმეს