მოსკოვში სოსო პავლიაშვილის პროდიუსერი, გიორგი გაბედავა სცემეს

მოსკოვში გიორგი გაბედავა სცემეს. რუსული მედიის ცნობით, ის რუსეთში სოსო პავლიაშვილის პროდიუსერად მოღვაწეობს და მეუღლესთან ერთად, რუსეთის დედაქალაქში რამდენიმე კვირის წინ ჩავიდა. ახლადდაქორწინებულებს კი ბინა ნათესავმა დაუთმო, თუმცა მეზობლებს მისი გადასვლა არ ესიამოვნათ და სიტყვიერად ხშირად უპირისპირდებოდნენ.

”მასკოვსკი კამსამოლეცი” წერს, რომ იმ დღეს, როდესაც გაბედავა უკვე სხვა ბინაში საცხოვრებლად გადადიოდა, ერთ-ერთი მეზობელი სადარბაზოსთან დახვდა და ცემა დაუწყო. კონფლიქტში სხვა მეზობლებიც ჩაერთვნენ. ჩხუბის დროს თავდამსხმელებმა პნევმატური იარაღი გამოიყენეს.

დაჭრილი გაბედავა საავადმყოფოში მოათავსეს. მას ორი ტყვია აქვს მოხვედრილი და გარდა ამისა, ცხვირიც გაუტეხეს.

რუსული მედია წერს, რომ პოლიციელები შემთხვევის ადგილზე დროულად მივიდნენ, მაგრამ თავდამსხმელებს ასხნა-განმარტებაც არ მოსთხოვეს.

banner
წინა სტატიაშიფედერიკა მოგერინი – საქართველოსა და ევროკავშირს ბრწყინვალე ურთიერთობები აქვთ – მინდა, მივესალმო თქვენს წარმატებებს
შემდეგი სტატიააქტიურ სარეზერვო სამსახურში მყოფი პირის წლიური სახელფასო ანაზღაურება, საშუალოდ 3 582 ლარი იქნება