მოსკოვში ქართველი და რუსი დეპუტატების სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ

მოსკოვში ქართველი და რუსი დეპუტატების სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ. გადაწყვეტილება რუსეთის დუმაში რუსი დეპუტატებისა და “პატრიოტთა ალიანსის” წევრების შეხვედრაზე მიიღეს. რუსული მედიის ინფორმაციით, შეხვედრის დეტალებზე ლეონიდ კალაშნიკოვმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს და ევრაზიული ინტეგრაციის საკითხების კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ასევე ორ ქვეყანას შორის სავიზო რეჟიმის გამარტივება და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე იმსჯელეს.

ქართველ დეპუტატებთან გამართულ შეხვედრას, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა, ესწრებოდნენ პუტინის სახელისუფლებო პარტია “ედიანაია რასიას” და “კომუნისტური პარტიის” წევრები.

ქართველი და რუსი დეპუტატების შეხვედრის ინიციატორი რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს და ევრაზიული ინტეგრაციის საკითხების კომიტეტის თავმჯდომარე, ლეონიდ კალაშნიკოვი იყო. ის აცხადებს, რომ საქართველოს და რუსეთის პარლამენტარებმა ურთიერთობა უნდა აღადგინონ და დღევანდელი შეხვედრა ამის კარგი დასაწყისია.

„მოხარული ვარ გიმასპინძლოთ სათათბიროს შენობაში. უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის პირველი შეხვედრა არა მხოლოდ ამ ბოლო 10 წლის განმავლობაში, რაც ჩვენს ქვეყნებსა და პარლამენტებს შორის ურთიერთობებში მნიშვნელოვანი სიცივეა, არამედ, როგორც ჩემმა კოლეგებმა მითხრეს, მანამდეც არ იყო ეს ფორმატი დატვირთული. ისე გამოვიდა, რომ ბოლო წლებში პარლამენტარები ძალიან იშვიათად ხვდებოდნენ ერთმანეთს ჩვენთან – სახელმწიფო სათათბიროშიც და საქართველოშიც. ვფიქრობ, რომ ეს არ არის ნორმალური ვითარება. ღმერთმა ინება, რომ ჩვენ ეს ურთიერთობა დავალაგოთ,“ – განაცხადა ლეონიდ კალაშნიკოვმა

banner
წინა სტატიაშირატომ იდევნება ჟურნალისტი ლევან გუდაძე?!
შემდეგი სტატია“პარტიოტთა ალიანსმა” რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა დაათბო?!