მოსკოვში ქალმა მუშა ალპინისტის თოკი გადაჭრა

მოსკოვში ქალმა მუშა ალპინისტის თოკი გადაჭრა

მოსკოვთან ახლოს სოფელ ნოვოდრუჟინოში ქალმა მუშა ალპინისტის თოკი გადაჭრა – ამის შესახებ რუსეთის საგამოძიებო სამმართველოს ვებ-გვერდზეა ინფორმაცია განთავსებული.
გამოძიების თქმით, 31 იანვარს ეჭვმიტანილმა, რომელიც საკუთარი ბინის მერვე სართულზე, აივანზე იმყოფებოდა, იმავე სახლის ფასადზე მომუშავე ალპინისტს ეჩხუბა და თოკი გადაუჭრა, რომლის შედეგადაც მამაკაცი მერვე სართულიდან მოწყდა. დაზღვევის და სარეზერვო თოკის წყალობით ალპინისტი პირველი და მეორე სართულების შუაში გაჩერდა.
მიმდინარე მომენტში 49 წლის ქალი დაკავებულია.
აღნიშნულთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

banner
წინა სტატიაშიქართველმა მორაგბეებმა გერმანია ანგარიშით 59:7 დაამარცხეს
შემდეგი სტატიააშშ-მ ერაყსა და ავღანეთში ძალადობის ამსახველი 198 ფოტო გამოაქვეყნა