მოსკოვში ხანძარს 17 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

მოსკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ერთ-ერთ საწყობში დღეს ხანძარი გაჩნდა, რომელსაც 17 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა -წერს რუსული მედია. როგორც ქალაქის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა განაცხადა, ხანძარი ერთ-ერთი ჭაღის გაუმართაობამ გამოიწვია.
“საწყობის იმ ნაწილში, სადაც ბევრი აალებადი სითხე და ქაღალდის პროდუქცია იდო, ხანძარი ჭაღიდან გაჩნდა. ხანძრის მიზეზი თითქმის 100%-ით დადგენილია” – აცხადებენ ქალაქის ადმინისტრაციაში. დაღუპულთაგან უმეტესი ყირგიზეთის მოქალაქეა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გუგავა: დედაქალაქს ჰყავს უპასუხისმგებლო კორუმპირებული დამნაშავე მერი
შემდეგი სტატიათურქეთში გადატრიალების მოწყობის ბრალდებით სამი დიპლომატი დააკავეს