,,მოსკოვს ობამა არ ახარებს… კლინტონის კიდევ უფრო ეშინია… მისი ბოლო იმედი ტრამპია,,

14542629_651212461705611_1844877496_n,,მოსკოვს დიდად არ ახარებს ბარაკ ობამა, თუმცა მას კიდევ უფრო ეშინია ჰილარი კლინტონის… მისი ბოლო იმედი – დონალდ ტრამპია,, განაცხადა შვედეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინიტრმა კარლ ბილდტმა უკრაინულ მედიასთან მინსკის შეთანხმებების შესრულებაზე კომენტირებისას.
ცნობილი ევროპელი პოლიტიკოსის აზრით, მოსკოვი ჯერჯერობით არ ამწვავებს სიტუაციას უკრაინაში, რადგან ელოდება ცვლილებებს დასავლურ პოლიტიკაში – აშშ-ში და გერმანიაში მოახლოებული არჩევნების შემდეგ.
,,ვაშინგტონის თვალსაზრისით, ობამა მართლაც დაინტერესებულია დატოვოს გარკვეული მემკვიდრეობა წასვლის შემდეგ,თუმცა შეუძლებელი გახდა მინსკის ხელშეკრულების განხორციელება, თეთრ სახლში მისი ვადის ამოწურვამდე. ვფიქრობ, მას რომ შესძლებოდა – გააკეთებდა კიდეც,, აცხადებს ბილდტი, რომელიც ფიქრობს რომ როგორც კი მსოფლიოში დისკუსია უკრაინის პრობლემებზე გამწვავდება, რუსეთს ამ რეგიონის უსაფრთხოების საკითხებში რეალური ნაბიჯების გადადგმა მოუწევს.

banner
წინა სტატიაშიპუტინმა აშშ-ს აბსურდული ულტიმატუმი წაუყენა
შემდეგი სტატიაგადაწყვეტილებებს ბიძინა ივანიშვილი იღებს… ნარმანია ყველაზე დაბალ რეიტინგული პიროვნებაა