მოსკოვს კრიმინალური განუკითხაობა ემუქრება

მოსკოვს კრიმინალური განუკითხაობა ემუქრება

948745826_7720712რამდენიმე დღეში მოსკოვის საქალაქო სასამართლოში გადაწყვეტილებას მიიღებენ, რომელზეც ბევრად არის დამოკიდებული უახლოეს მომავალში დაიწყება თუ არა განგსტერული ომები. თემიდა იტყვის თავის ღირსეულ სიტყვას – არის თუ არა ღირსი “კანონიერი ქურდი” მერაბ ჯანგველაძე, იგივე მერაბ სუხუმსკი, რუსეთის მოქალაქეობა მიიღოს. ვერდიქტი ერთდროულად სამ დედაქალაქს შეეხება – რომს, მოსკოვს და ასტანას – წერს რუსული მედია. მათი თქმით, კარტები აირევა იმ შემთხვევაში, თუკი მერაბ სუხუმსკი რუსეთის მოქალაქე გახდება.
“კანონიერი ქურდი” აპენინის ნახევარკუნძულზე ქურდობის ფაქტზე დააკავეს, რომლის გამოც შიდა პატიმრობაში იმყოფება. განაჩენის ვადა 18 ოქტომბერს იწურება. ამ თარიღს ყაზახეთში მოუთმენლად ელიან – იქ მას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ახლა წინასაექსტრადიციო მზადება მიმდინარეობს, რომლის შემდეგაც, ჯანგველაძე ყაზახეთში უნდა გადააგზავნონ.
“კანონიერი ქურდისთვის” გამოსავალი იქნებოდა რუსეთის მოქალაქეობა, რომელიც მას თავის დროზე საკუთარმა ძმამ, რომელიც რუსეთში ბიზნესმენია, უყიდა. თუკი 18 ოქტომბრამდე ყაზახეთი მერაბ სუხუმსკის ექსტრადიციის საბუთებს ვერ მოაგვარებს, ამ უკანასკნელს მშვიდად შეეძლება რუსეთში დაბრუნება.
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუკი სუხუმსკი მოსკოვში დაბრუნდება? რუსული მედიის ინფორმაციით, ამ შემთხვევაში 90-იანი წლების საქმეების გარჩევები და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება დღის წესრიგში დაბრუნდება. ერთხელ სუხუმსკიმ პოლიციას ამაყად განუცხადა – “ჩემი პროფესიაა – კანიბალი”.

banner
წინა სტატიაშისლავა რობინოვიჩ – ,,რუსეთს მართავენ დეგენერატები,,
შემდეგი სტატიალიტვადან ყოველ საათში 4-5 ადამიანი მიდის ემიგრაციაში