მოსკოვმა სააკაშვილს ფანტაზიორი უწოდა

მოსკოვმა სააკაშვილს ფანტაზიორი უწოდა

მოსკოვმა სააკაშვილს ფანტაზიორი უწოდაოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის ბრალდებას იმის თაობაზე, რომ რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი ვლადისლავ სურკოვი სეპარატიზმის გაღვივებაშია მხილებული, რეალობასთან საერთო არაფერი აქვს – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ – ავრცელებს რუსული მედია.
ზახაროვას თქმით, სააკაშვილის ბრალდებები “მტკიცებულებების გარეშეა და ის გამოგონილ ფაქტებს, ფანტაზიას ეყრდნობა”.

დეკემბრის დასაწყისში უკრაინის უშიშროების სამსახურმა სურკოვი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. უწყებამ დაადასტურა, რომ რუს სახელმწიფო მოხელეს უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა “იმ მოქმედებების გამო აეკრძალა, რომელიც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ იყო მიმართული”. სურკოვი 2014 წლის 6 მარტს უკრაინის “შავ სიაში” შეიყვანეს.

banner
წინა სტატიაში“ღარიბაშვილმა გადაწყვიტა, რომ ეს არის პერიოდი როდესაც მას განზე გასვლა ურჩევნია”
შემდეგი სტატიაირანის თვითმფრინავი სტამბულის აეროპორტში დაფრენისას აფეთქდა