მოსკოვმა კერის ბრალდებას სირიაში მოსახლეობის დახოცვის შესახებ უპასუხა

მოსკოვმა კერის ბრალდებას სირიაში მოსახლეობის დახოცვის შესახებ უპასუხა

მოსკოვი დაუდასტურებელს უწოდებს ბრალდებას, რომელიც აშშ-ს გენერალური მდივნის, ჯონ კერის მხრიდან გაისმა იმასთან დაკავშირებით, რომ რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად, სირიაში მშვიდობიანი მოსახლეობა იხოცება – ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

“მსგავსი უპასუხისმგებლო განცხადებების გაკეთება დაუშვებელია. როგორც ყოველთვის, არანაირი მონაცემები, ფაქტობრივი დადასტურება, ინფორმაცია, რომელიც მსგავს ქვედებას ადასტურებს, რუსული მხარისთვის არ წარუდგენიათ” – განაცხადა მან.

მისივე ინფორმაციით, მოსკოვი ამერიკელ კოლეგებს ყოველთვის აწვდის ინფორმაციას დაბომბვის ადგილებთან დაკავშირებით, რომ “მოიხსნას ეს შეშფოთებები და სირიის ტერიტორიაზე ეფექტური მოქმედებები დავიწყოთ ტერორიზმთან ბრძოლის წინააღმდეგ” – განაცხადა საგარეო უწყების წარმომადგენელმა.
მისი თქმით, რუსულმა მხარემ არა ერთხელ შესთავაზა ვაშინგტონს გამჭვირვალე გახადოს საკითხი “ვინ ვის ბომბავს, ვის უტევენ, სად მდებარეობს “ისლამური სახელმწიფოს” პოზიციები. მაგრამ დღემდე ჩვენ პასუხები არ მიგვიღია. პირველ ყოვლისა ეს ხდება იმიტომ,რომ აშშ კოორდინაციისკენ კონკრეტულ ნაბიჯებს არ დგამს” – განაცხადეს რუსეთის საგარეო უწყებაში.

banner
წინა სტატიაშიანკარამ აშშ-სგან ქურთების ტერორისტებად არ აღიარებაზე ახსნა-განმარტება მოითხოვა
შემდეგი სტატიაჩრდილოეთ კორეამ გენშტაბის ხელმძღვანელი საზენიტო იარაღით მოკლა