მოსკოვი თბილისს და კიევს რუსული აგრესიის მსხვერპლის როლის სიმულირებაში სდებს ბრალს

მოსკოვი თბილისს და კიევს რუსული აგრესიის მსხვერპლის როლის სიმულირებაში სდებს ბრალს

უკრაინის და საქართველოს ხელისუფლებები საკუთარი განცხადებებით, რომელიც 2008 წლის ომს ეხება, “ერთმანეთს ეხმარებიან რუსული აგრესიის მსხვერპლის როლის შესრულებაში” – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. რუსეთის დიმპლომატიური უწყება აღნიშნავს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება “ნამდვილად საშინელ შთაბეჭდილებას ტოვებს”, ქვეყნის ხელისუფლება კი “რეალობამდე შორს არის… გრძელდება უსასრულო პროპაგანდისტული კლიშეს გავრცელება რუსეთის აგრესიის შესახებ, ეთნიკური წმენდის შესახებ, საზღვრის, ანექსიის და ოკუპაციის შესახებ”.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, აგრეთვე, ხაზს უსვამს აფხაზებისა და სამხრეთ ოსეთის მკვიდრთა “შეურაცხმყოფელ საოკუპაციო რიტორიკაზე ქართველი პოლიტიკოსების მიერ“.

banner
წინა სტატიაშიგორი და მცხეთა – მთავარი საარჩევნო ტატამი
შემდეგი სტატიარუსეთმა ყირიმში უახლესი სისტემის საჰაერო თავდაცვითი იარაღი განალაგა