მოსკოვი ძალის დემონსტრაციისთვის ემზადება

როგორც ცნობილია, რუსეთი, როგორც ბოროტების იმპერიად წოდებული საბჭოთა კავშირის მემკვიდრე, ყოველი წლის 9 მაისს გერმანიის ფაშიზმზე გამარჯვების დღესასწაულს სამხედრო აღლუმით აღნიშნავს.
რუსეთმა, 9 მაისის გამარჯვების 73-ე წლისთავის დღესასწაულთან დაკავშირებით წითელ მოედანზე ჩასატარებელი სამხედრო აღლუმის რეპეტიცია გამართა და მასზე ნათლად გამოჩნდა, რომ მოსკოვი ამ დღეს, კიდევ ერთხელ მოახდენს ძალის დემონსტრაციას.
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ ამ 9 მაისის აღლუმზე საზოგადოებას პირველად გააცნობენ იმ მითიურ და ანიმაციურ სარაკეტო სისტემას, რომლის სახელწოდებაა “ხანჯალი“ და რომლის შესახებ ისაუბრა პუტინმა 1 მარტის მიმართვაში.
უკვე ცნობილია, რომ წლევანდელ აღლუმში მონაწილეობას მიიღებენ მეხუთე თაობის გამანადგურებელი, Su-57, Su-30SM და MiG-29SMT-ის სამხედრო თვითმფრინავები, Tu-160 და Tu-95MS სტრატეგიული ბომბდამშენები და გრძელ მანძილიანი ბომბდამშენი Tu-22M3, სულ 190 სამხედრო მანქანა, რომლებიც რუსეთის ხელმძღვანელობის აზრით, ასახავენ რუსეთის არმიისა და მისი ძლიერების დღევანდელ სახეს.

banner
წინა სტატიაშიბაქოში სამმხრივი შეხვედრა შედგა
შემდეგი სტატიაინდოეთში დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა