მოსკოველი პენსიონერ ქალს ვაგინაში შამპანურის საცობი გაეჭედა

გაზეთ ,,მოსკოვსკი კომსომოლეცის,, ცნობით, ახალი წლის ღამე, 64 წლის მოსკოველი პენსიონერისთვის უსიამოვნო სიურპრიზით დაიწყო.

გავრცელებული ინფორმაციით, 64 წლის მოსკოველი პენსიონერი ქალი, რომლის ვინაობაც არ სახელდება, ახალი წლის ღამეს, ასევე მოსკოველ, 60 წლის მეგობარ მამაკაცთან ერთად ხვდებოდა. საახალწლო სუფრასთან მათ რამდენიმე ბოთლი რუსული შუშხუნა ღვინო (შამპანური) დალიეს, რომლის შემდეგაც ქალმა მეგობარი მამაკაცის გამხიარულების მიზნით, შამპანურის საცობი ვაგინაში გაიკეთა… თუმცა მისი უკან გამოტანა ვერ მოახერხა.

ვაგინაში გაჭედილი საცობის გამოტანა, ვერც ნასვამმა მეგობარმა მამაკაცმა შესძლო და ამიტომ გადაწყვიტეს გამოეძიებინათ და ეს საქმე, ფხიზელი თავით, მეორე დღეს დაესრულებინათ. წყვილი 1 იანვარს დილიდან, დაახლოებით შუადღის 15 საათამდე ცდილობდა, რომ საცობი გამოეტანა, თუმცა მათ ეს ვერც სიფხიზლეში შეძლეს და ამიტომ იძულებული გახდნენ სასწრაფო დახმარების მანქანა გამოეძახებინათ.

გამოძახებაზე მისულმა მედიკოსებმა, ქალის ორგანოს საცობისაგან განთავისუფლება, მხოლოდ საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ შეძლეს,- აცხადებს ,,მოსკოვსკი კომსომოლეცი,,

banner
წინა სტატიაშისაჰარას უდაბნოში მოთოვა
შემდეგი სტატია ირანში შეტაკებები გრძელდება (ვიდეო)