“მოსყიდულები”- ნიკა მელია “თავისუფალი ზონის” ყოფილ წევრებზე

ნაციონალური მოძრაობა თავისუფალი ზონიდან წასულ წევრებს მოსყიდულებს უწოდებენ.
როგორც ნიკა მელიამ განაცხადა, პარტიაში სულ იყო განცდა, რომ ახალგაზრდები რეალურად არ იყვნენ იმ გუნდის წევრები და ეს დღეს დადასტურდა.

აქვე ნიკა მელიამ 2011-2012 წლები გაიხსენა და განაცხადა, რომ წინა ხელისუფლების მიერაც იყო ასეთი ტიპის შეცდომები დაშვებული, რაც იმ პერიოდში მათი მარცხით დასრულდა.

ნიკა მელიამ ზუგდიდში პარტიის შეკრებაც შეაფასა.

მისი თქმით, მიუხედავად ხელისშეშლისა მათ მხარდამჭერებთან ერთად ზუგდიდში შეკრება მაინც შეძლეს. აქვე მელია ამბობს, რომ ფოთიდან ზუგდიდში მიმავალი გზა იყო ჩახერგილი, რომელიც მათ საკუთარი ძალებით გახსნეს.

banner
წინა სტატიაშიპარიზის გარეუბანში უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა და ორი ადამიანი დაჭრა
შემდეგი სტატია“მიხეილ სააკაშვილი უჩალიჩებს სერიოზულად თავისი პარტიის წევრებსა თუ მხარდამჭერებს”