მოსამართლის განაჩენს ბრალდების და დაცვის მხარე სააპელაციოში გაასაჩივრებს

ხორავას ქუჩის საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილებით ყველა მხარე უკმაყოფილოა. პროკურატურის წარმომადგენლები ღიად აპროტესტებენ მოსამართლის მიერ კვალიფიკაციის შეცვლას და სასჯელის დადგენილ ზომას და გასაჩივრებას გეგმავენ. განაჩენს სააპელაციო წესით გაასაჩივრებს დაცვის მხარეც.
მოსამართლე ეკა არეშიძემ დაკავებული ორივე არასრულწლოვანი დამნაშავეებად ცნო, თუმცა არა იმ კვალიფიკაციით, რომელსაც სახელმწიფო ბრალდება ითხოვდა.
მოსამართლემ ორივე განსასჯელი დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში გაამართლა, თუმცა მათ მსჯავრი სხვა ნაწილში დასდო. მხოლოდ სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულს კვალიფიკაცია შეუცვალა და საბოლოოდ 9 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა 16 წლის მოზარდის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის მიუსაჯა.
მეორე ბრალდებულს კი ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობისთვის 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
მოსამართლის დასაბუთებული განაჩენი მხარეებს ერთი თვის ვადაში ჩაბარდებათ და ორივე მხარე სააპელაციო სასამართლოსთვის მზადებას დაიწყებს.

banner
წინა სტატიაში“მე მაგათი დაცვა არ მჭირდება” – სარალიძის პასუხი შსს-ს
შემდეგი სტატია“მივმართავ პრემიერად წოდებულ კვირიკაშვილს, ნუ იყენებს პატრიარქის ავტორიტეტს ბოროტად, არ დავჯდებით მასთან მოლაპარაკებაზე” – კუპრავა