მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესი იყო სირთულეებით სავსე, როგორც იუსტიციის საბჭოს წევრების, ისე თავმჯდომარისთვის

ბოლო დღეებში, ჩვენ რაც ვიხილეთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფარგლებში, გარკვეული მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მოწმობს იმას, რომ პროცესი იყო სირთულეებით სავსე როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის, ისე თავმჯდომარისთვის, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სტრასბურგში “პირველ არხს” განუცხადა.

„მე, როგორც ამ პროცესის გარე დამკვირვებელი, ვფიქრობ, მომავალში, აუცილებელი იქნება, თავმჯდომარემ და წევრებმა ერთმანეთთან კომუნიკაცია არა მხოლოდ გააუმჯობესონ, არამედ, ჩემი მოკრძალებული აზრით, კომუნიკაციასა და შიდა დიალოგს პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს, რათა მომავალში არ იყოს ამგვარი შემთხვევები.

რაც შეეხება კონკრეტული მოსამართლეების დანიშვნა/არდანიშვნის საკითხს, ეს, რა თქმა უნდა, არ ეხება მთავრობას, ეს ეხება მხოლოდდამხოლოდ მართლმსაჯულებას, რომელმაც შიგნით უნდა იქონიოს ჯანსაღი პროცესები იმისთვის, რომ შეარჩიოს ყველაზე კომპეტენტური და ყველაზე მიუკერძოებელი კადრები“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

წყარო: “პირველი არხი”

banner
წინა სტატიაშისასამართლო გონიოში დაკარგული ჯარისკაცების საქმეზე მტკიცებულებებს იკვლევს
შემდეგი სტატიაჩვენ ქალაქის განვითარება დავიწყეთ – ნარმანიამ სამი წელი შეაჯამა