მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსში თამაზ ურთმელიძე მონაწილეობს

მოსამართლე ურთმელიძეს კომპრომატების გამოქვეყნებით ემუქრებიან

იუსტიციის საბჭომ თამაზ ურთმელიძის დოკუმენტაციის შესწავლა დაიწყო. ის მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობს.

კონკურსში მონაწილეთა რეგისტრაცია 2016 წლის 3-30 გაიმართა და სულ 131 კანდიდატი დარეგისტრირდა. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კანდიდატთა სია გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ საბჭომ უკვე დაიწყო აღნიშნული კანდიდატების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შემოწმება.

ამ ეტაპზე დოკუმენტების ფორმალური შესწავლა მიმდინარეობს, შემდეგი კი გასაუბრების ეტაპი იქნება. თარიღი ჯერ არ არის ცნობილი.

შეგახსენებთ, თამაზ ურთმელიძისთვის მოსამართლის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია 16 მაისს გავრცელდა. როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესმდივანმა განაცხადა, თამაზ ურთმელიძეს მოსამართლის უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.

მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ მედიასაშუალებებთან დაკავშირებული რამდენიმე ხმაურიანი საქმე განიხილა. ყველაზე დიდი გამოხმაურება კი რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით მის გადაწყვეტილებას მოჰყვა, სადაც აშკარა იყო მოსამართლის მიერ სარედაქციო საქმიანობაში ჩარევის მცდელობა. ურთმელიძის გადაწყვეტილებით რუსთავი 2-ის ქონება სრულად დაყადაღებულია.

ურთმელიძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა 1997 წლიდან. 2006 წლიდან მოსამართლის კარიერა ცაგერის სასამართლოში დაიწყო.

banner
წინა სტატიაშილევან ბერძენიშვილი: “გერმანული მოდელი” დღის წესრიგიდან მოხსნენს
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი: ეროვნული მაუწყებლების წარმომადგენლებს 7 ივნისს შეხვდება