მოსამართლეები რეორგანიზაციის დროს თანამდებობას არ დატოვებენ

პარლამენტის თავმჯდომარემ მოსამართლეთა კორპუსს ის ცვლილებები გააცნო, რაც საქართველოს კონსტიტუციის ახალ პროექტში მართლმსაჯულების მიმართულებით იგეგმება. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე აღნიშნავს, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც მოსამართლეები სასამართლოს რეორგანიზაციის დროს თანამდებობას არ დატოვებენ.

“2004 წელს მოხდა მოსამართლეთა გათავისუფლება თანამდებობებიდან, მოხდა რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია სასამართლოების, ანუ გაერთიანდა სასამართლოები და შესაბამისად, ზოგიერთი მოსამართლე დარჩა თავის თანამდებობაზე და დიდმა ნაწილმა დატოვა თანამდებობები. კონსტიტუციაში ჩემი აზრით, რაც ჩაიწერა, ყველა ჩანაწერზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ სასამართლოს რეორგანიზაციის და ლიკვიდაციის შემთხვევებში არცერთი მოსამართლე არ დატოვებს თანამდებობას“ – განაცხადა ლევან მურუსიძემ.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილის 3 შეთავაზება
შემდეგი სტატიაპარლამენტის არჩევის წესი შინაარსობრივად აცდენილია სამართლიანი არჩევნების ძირითად ფუნდამენტურ პრინციპებს – მარგველაშვილი