მოსამართლეები აპირებდნენ რუსთავი2-ის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანას – დიტო საძაგლიშვილი

რუსთავი2-ის ადვოკატი, დიტო საძაგლიშვილი, კურიერის პირდაპირ ეთერში აცხადებს, რომ სასამართლოს მიერ ადვოკატებისათვის გადაცემულ განჩინებაში ჩანს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები აპირებდნენ რუსთავი2-ის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანას.

„მათზე განხორციელდა ზეწოლა, მიუხედავად ამ ზეწოლისა ამ მოსამართლეებმა შეინარჩუნეს პრინციპულობა და მათ არ შეასრულეს ხელისუფლების სურვილი,“ – აცხადებს დიტო საძაგლიშვილი, რომელიც აქვს აღნიშნავს, რომ რუსთავი2 ისევ ითხოვს საქმის ხელახლა სააპელაციო სასამართლოში დაბრუნებას.

რუსთავი2 კვლავ ითხოვს, დიდმა პალატამ საქმის განხილვა ზეპირი მოსმენით ჩაატაროს. ასევე ძალაში რჩება 4 მოსამართლის, ნინო გვენეტაძის, მიხეილ ჩინჩალაძის, პაატა სილაგაძისა და მზია თოდუას, აცილების მოთხოვნა, რომლებსაც დიტო საძაგლიშვილი “მიკერძოებულ მოსამართლეებად” ასახელებს.

banner
წინა სტატიაშიპორტირება ქართულად- „ქართული ოცნების“ დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობის“ შემომწირველი იყო
შემდეგი სტატიაეს არის ყველაზე პოზიტიური გადაწყვეტილება ამ საქმის განხილვის პროცესში – შალვა შავგულიძე