მოსამართლე ტურავამ თავმჯდომარისგან შენიშვნა მიიღო- “რუსთავი 2”-ის საქმე

საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს დასრულდება რუსთავი 2-ის ერთ-ერთი სარჩელის განხილვა. საქმე ეხება ამორალური გარიგების შესახებ მუხლის გაუქმებას. მხარეები მოსამართლეთა პლენუმს დასკვნითი სიტყვებით მიმართავენ და შემდეგ სასამართლო ამ საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად უკვე მეორედ გავა.

მაგრამ, ამით რუსთავი 2-ის საქმე არ დასრულდება. ასევე საკონსტიტუციო სასამართლოში მეორე სარჩელის განხილვა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. მოსამართლეებმა პირდაპირ დაიწყეს რუსთავი 2-ის ახალი სარჩელის განხილვა.

სხდომის დაწყებისას განცხადება გააკეთა მოსამართლე მერაბ ტურავამ. ის გამოეხმაურა რუსთავი 2-ის იურისტების განცხადებას და აღნიშნა, რომ მისი მიზანი არ ყოფილა საქმის გაჭიანურება და რუსთავი 2-ის იურისტები სიცრუეში დაადანაშაულა.

“არც ერთ შემთხვევაში არ იგეგმებოდა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების 679 სარჩელზე გამოცხადება. ალბათ თქვენ არ გქონდათ სათანადო ინფორმაცია, ან გქონდათ და შეგნებულად ამახინჯებთ მას“ – განაცხადა ტურავამ.

ამგვარი ინიციატივის გამო ტურავამ თავმჯდომარის შენიშვნა დაიმსახურა.

“თავი შევიკავეთ ინდივიდუალური ასეთი ჩართვებისგან, თუ სასამართლო საჭიროდ ჩათვლის თვითონ გააკეთებს განცხადებას. ასევე, ვთხოვ კოლეგებს – კონფიდენციალური ინფორმაცია მეორედ არ ახსენონ, აღარ ვისაუბრობთ ამ თემაზე“ – აღნიშნა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, გიორგი პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიNDI-ის დამკვირვებელთა მისია : დაშინებისა და ძალადობის ფაქტები აღმოფხვრილი უნდა იყოს
შემდეგი სტატია“ნაციონალური მოძრაობა” 13 ივნისის სტიქიით დაზარალებული 5 ოჯახისთვის კომპენსაციის გაცემას ითხოვს