მოსამართლე: პუტინმა და პატრუშევმა სავარაუდოდ, თანხმობა განაცხადეს ლიტვინენკოს მკვლელობაზე

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, “სავარაუდოდ, თანხმობა განაცხადა” რუსეთის ყოფილი სპაცსამსახურის თანამშრომლის ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობაზე – განაცხადა მოსამართლე რობერტ ოუენმა ლონდონის სასამართლოში, საქმესთან დაკავშირებით შედეგების გამოცხადებისას.
ოუენის სიტყვებით, დაკითხვებმა დაადასტურა, რომ ალექსეი ლუგავოიმ და დიმიტრი კოვტუნმა მოწამლეს ლიტვინენკო რადიოაქტიული ნივთიერებით პოლონიუმ-210.
მისი თქმით, დიდია იმის ალბათობა, რომ აღნიშნული პირები რუსული სპეცსამსახურების ხელმძღვანელობით მოქმედებდნენ, რაც “სავარაუდოდ უწყების მაშინდელ ხელმძღვანელთან ნიკალაი პატრუშევთან იყო შეთანხმებული .”

ლიტვინენკოს ქვრივმა განაცხადა, რომ ის მოხარულია იმით, რომ მისი ქმრის მიერ სიკვდილის წინ ნათქვამი წინადადება, რომ მის მკვლელობაში პუტინი ურევია, დადასტურდა.

ალექსანდრ ლიტვინენკო ლონდონში 2006 წლის 23 ნოემბერს გარდაიცვალა. ექსპერტიზის მიხედვით, გარდაცვალების მიზეზი პოლონიუმ-210 იყო.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მღებრიშვილის პირველი კომენტარი მის სავარაუდო გადადგომასთან დაკავშირებით
შემდეგი სტატია“ვცდილობთ ურთიერთობების გაუმჯობესებას ჩვენს მეზობლებთან, რუსეთის ჩათვლით”