მოსამართლე ლალი ფაფიაშვილი, გახმაურებული საქმეებიდან აცილებას ითხოვს

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ლალი ფაფიაშვილი, გახმაურებული საქმეებიდან აცილებას ითხოვს.

ამის შესახებ განცხადება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ საკონსტიტუციო სასამართლოში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. ფაფიაშვილი PS-ში ორი დღის წინ გასულ სიუჟეტს ეხმაურება და რეპორტაჟში მოყვანილ ფაქტებს დაუსაბუთებელს უწოდებს.

მოსამართლე ამბობს, რომ მისი ოჯახის წევრების მიმართ ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა და მისივე თქმით, ასეთი ფაქტები ხელს უშლის სასამართლოს ნორმალურ ფუნქციონირებას.

ფაფიაშვილის განცხადებით, მისი ოჯახის წევრის მიმართ არ დაწყებულა სისხლის სამართლებრივი დევნა და ფაქტი, რომელზეც რეპორტაჟში იყო საუბარი, იქამდე მოხდა, ვიდრე ის გახმაურებული საქმეების მოსამართლე გახდებოდა.

მოსამართლე ფაფიაშვილი აცილების მოთხოვნის შუამდგომლობით საკონსტიტუციო სასამართლოს სავარაუდოდ, ხვალ მიმართავს. როგორც მოსამართლე ამბობს, ის თვითაცილებას რუსთავი 2-ის საქმეზეც მოითხოვს.

შეგახსენებთ, რომ გადაცემა PS-ში გასული ინფორმაცია, საკონტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ლალი ფაფიაშილის დედას ეხებოდა. საუბარია ტატიანა ახვლედიანის შესაძლო კავშირზე სამართალდარღვევასთან. კერძოდ, დოკუმენტების გაყალბებას იმ სანოტარო ბიუროს მიერ, რომელშიც ლალი ფაფიაშვილის დედა მუშაობს.

banner
წინა სტატიაშიეკონომიკური დანაშაულისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება შესაძლოა, მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში მოხდეს
შემდეგი სტატიაკნუტ ფლეკენშტეინი: ძალიან კარგად ჩამოყალიბებული საარჩევნო გარემოა