მოსამართლე გუჯაბიძის სკანდალზე რუსთავი 2-მა ახალი დოკუმენტი მოიპოვა

მოსამართლე გუჯაბიძის სკანდალზე რუსთავი 2-მა ახალი დოკუმენტი მოიპოვა

1464892219588113რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მოსამართლე ნათია გუჯაბიძის სკანდალთან დაკავშირებით დამატებით დოკუმენტაციას ასაჯაროვებს, საიდანაც ირკვევა, რომ ნათია გუჯაბიძეს იუსტიციის საბჭო ბინის ფულს 2011 წლიდან 2015 წლის ივლისამდე უხდიდა. თანხის გადახდის შესახებ გადაწყვეტილებას ხელს ლევან მურუსიძე აწერს.
ნიკა გვარამია ინტერესდება რა მიზეზით შეუწყდა დაფინანსება ნათია გუჯაბიძეს თუ იუსტიციის საბჭოს არ დაუფიქსირებია გადაცდომა მის საქმიანობაში.

,,იუსტიციის საბჭომ კოლექტიური დანაშაული ჩაიდინა. ჩვენ ზუსტი ინფორმაცია გვაქვს საბჭოს წევრისგან, რომ სადისციპლინო ბარათი არსებობდა. მოვუწოდებთ პროკურატურას გამოიძიოს, რადგან მძიმე ეჭვის ქვეშ დაიყენა თავი იუსიტიციის საბჭომ. მე ხელთ მაქვს დოკუმენტები, რომლის თანახმადაც ნათი გუჯაბიძე ქირაობდა ბინას საკუთარი თავისგან 550 ლარად, რაც ჯამში 33 ათასი ლარია და 2015 წლიდან ეს შეუწყდა. მე ვსვამ კითხვას, არავითარი საკუთრება ამ პერიოდში მას არ გასჩენია. თუ ეს ასე არ არის, მაშინ რის საფუძველზე შუეწყვიტა იუსტიციის საბჭომ გადახდა, როელიც მას კანონით ეკუთვნოდა, ვითომ უბინაო ნათია გუჯაბიძეს, თუ მას ბინა არ გააჩნდა. ფაქტია, რომ იუსტიციის საბჭომ დაადგინა, რომ მას ჰქონდა ბინა, ის თაღლითობდა. ეს არის ფაქტი და ასეთ თაღლითობის ჩამდენ ადამიანს, ასეთ მოსამართლეს ჩვენ არ ვენდობით, როცა მეორე მხარეს გვყავს მოწინააღმდეგე, როცა 550000 გადაიხდის ჩვენს წინააღმდეგ. მოვუწოდებ პროკურატურას დაიწყოს მოკვლევა.“ – აცხადებს ნიკა გვარამია.

როგორც ცნობილია მთელი ამ ხნის განმავლობაში მოსამართლე გუჯაბიძე მისი ოჯახის კუთვნილ ბინაში ცხოვრობდა, ბინის ქირას კი ის საკუთარ დედას უხდიდა. ის ფაქტი, რომ ქირის ფულს სახელმწიფო უხდიდა გუშინ გუჯაბიძის დედამაც დაადასტურა.

წყარო: რუსთავი 2

banner
წინა სტატიაში“რომ მცოდნოდა ამას მკითხავდით, პროკურატურის ვებგვერდიდან ამოვკრებდი ინფორმაციას და მოგიტანდით”
შემდეგი სტატია,,ადამიანის უფლებებით დღეს საქართველო ევროპის განვითარებულ სახელმწიფოებს თამამად შეიძლება შეედაროს”