მოსახლეობას გაზისა და დენის საფასური გაეზრდება შუა ზამთარში

შეძრწუნებული ვარ თბილისში დატრიალებული უბედურებით... ვიზიარებ თითოეული დაღუპულის ოჯახის ტრაგედიას და ვუთანაგრძნობ ოჯახის წევრებს... სტიქიის და წვიმის მეტი რა გვინახავს, მაგრამ ასეთი უბედურება ჯერ არ დატრიალებულა... ახლა არ არის პოლიტიკური განცხადებების და ბრალდებების დრო - ქალაქს და ხალხს სჭირდება პატრონი და მიმხედავი. სწორედ ამიტომ, ვაუქმებ დღეს ხალხთან დაგეგმილ შეხვედრებს ბათუმში, ასევე ვაუქმებ კიევში დაგეგმილ მივლინებას და სასწრაფოდ ვბრუნდები თბილისში. ხელისუფლებას ვთავაზობ, შევქმნათ მოხალისეთა ჯგუფები, რომლებიც მერიასთან ერთად იმუშავებენ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის - ამ კრიტიკულ ვითარებაში მზად ვარ, გვერდით გადავდო ყველანაირი პოლიტიკური უთანხმოება და ჩემს თანამოაზრეებთან ერთად, შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერი გავაკეთო თბილისელების დასახმარებლად.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე უახლოეს მომავალში კომუნალური გადასახადების გაზრდას ვარაუდობს და აცხადებს, რომ ლარის გაუფასურების შედეგად მოსახლეობას სერიოზული პრობლემები შეექმნება.

„პირველი საფრთხე არის კომუნალური გადასახადების გაზრდა. თუ ლარის კურსი შენარჩუნდა, ჩვენი ენერგოსისტემა იძულებული იქნება, გადახედოს ტარიფებს. იძულებული იქნება, გააძვიროს ელექტროენერგია და გაზი. მოსახლეობას საფასური გაეზრდება შუა ზამთარში, რაც მათთვის უმძიმესი პრობლემა იქნება. მეორე პრობლემა კი არის ეკონომიკური კოლაფსის გამყარება 2017 წელს. სრული გაურკვევლობაა მოსახლეობასა და ბიზნესში, დღეს არავინ იცის, როგორი იქნება ლარის კურსი შემდგომ თვეებში, რაც ბიზნესს მომავალი ბიზნესგეგმის დაგეგმვაში სერიოზულ პრობლემებს უქმნის,“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშიბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელი მოინახულა
შემდეგი სტატიასაქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ ტაიპ ერდოღანს შეხვდა