მოსახლეობა ქავთარაძის ქუჩაზე გაზგასამართი სადგურის მშენებლობას აპროტესტებს

ქავთარაძის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა აღნიშნულ ტერიტორიაზე გაზგასამართი სადგურის მშენებლობას აპროტესტებს.

მოსახლეობა მოითხოვს შეჩერდეს მშენებლობა, რადგან ისინი მიიჩნევენ, რომ ადგილობრივებს საფრთხეს შეუქმნის.

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, მშენებლობის შესახებ ბრძანება ეკონომიკის სამინისტრომ გასცა.

“მშენებლობა საფრთხეს უქმნის ჩვენს სიცოცხლეს, ჩვენი ბავშვების სიცოცხლეს. ვაგროვებთ ხელმოწერებს და ვგეგმავთ მივმართოთ მერიას, ეკონომიკის სამინისტროს და შესაბამის უწყებებს, რომ მოახდინონ რეაგირება”- აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ქავთარაძის ქუჩის მცხოვრებლები აპირებენ ორშაბათს მიმართიონ ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, რომ შეჩერდეს გაზგასამართი სადგურის მშენებლობა.

banner
წინა სტატიაშიბოსნია და ჰერცოგოვინა ევროკავშირში შესვლაზე 15 თებერვალს გააკეთებს განცხადებას
შემდეგი სტატიაგუდაური–კობის მონაკვეთზე მოძრაობა მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით განხორციელდება