მოსახლეობა ბიძგებს ისევ იგრძნობს

დღეს მომხდარ მიწისძვრას აუცილებლად მოჰყვება ე.წ. აფთერშოკული ღრუბელი, რაც ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობა ბიძგებს ისევ იგრძნობს, – ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორმა თეა გოდოლაძე აცხადებს.

მისი თქმით, მიწისძვრის შემდგომი ბიძგები, განსაკუთრებით შესამჩნევი იქნება ბოდბის, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მცხოვრებლებისთვის.

“რაც მთავარია, შემდგომ ბიძგებს არ ექნება ის ეფექტი, რაც მთავარ ბიძგს ჰქონდა”- აცხადებს თეა გოდოლაძე.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სტიქიის ეპიცენტრი იყო ქალაქ დედოფლისწყაროს დასავლეთით 25 კმ-ში, სოფელ გამარჯვებადან 18 კმ-ში.

სოფელ მაღაროში სიღნაღის გამგებლის წარმომადგენლის თენგიზ შაიშმელაშვილის ინფორმაციით, მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია. ამის შესახებ მან „მოამბეს“ განუცხადა. მისივე თქმით, სტიქიას მოსახლეობაში პანიკა არ გამოუწვევია.

banner
წინა სტატიაშისაქალაქო სასამართლომ “კანონიერ ქურდს” კანონიერი ქურდობის ბრალდება მოუხსნა და გაათავისუფლა
შემდეგი სტატიასამეგრელოს საპატრულო პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს