მორწმუნეები შობას ფანჯრებთან ანთებული სანთლებით შეხვდებიან

fanjrebtan antebuli samtlebiსრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივით, მორწმუნეები დღეს, შობის დადგომასთან დაკავშირებით, ფანჯრებთან სანთლებს დაანთებენ.

უკვე რამდენიმე წელია შობის დღესასწაულზე ძველი ტრადიცია აღდგა და 6 იანვრის ღამეს, შობის მოლოდინში, ფანჯრებში მორწმუნეები ანთებულ სანთელს დგამენ.

ღამით ყველა სარკმელთან თითო სანთელი ინთება და ითვლება, რომ ეს ერთგვარი სიმბოლოა. ამ გზით საქართველოში მცხოვრები მართლმადიდებლები მათ ოჯახებსა და სულებში მაცხოვრის დაბადებას და შემოსვლას გამოხატავენ.

ფანჯრებთან სანთლების დანთების ტრადიცია 2000 წლიდან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის ლოცვა-კურთხევით განახლდა.

კათოლიკოს-პატრიარქმა რამდენიმე დღის წინ მრევსლ ქადაგებით მიმართა და შეახსენა, რომ შობის ღამეს ფანჯარაში სანთლის დანთება არ დაავიწყდეთ.

მართლმადიდებლური ეკლესია 7 იანვარს მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა ჩატარდა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი წმიდა სინოდის წევრებთან და მღვდელმსახურებთან ერთად, სადღესასწაულო ღვთისმსახურებას სამების საკათედრო ტაძარში 23:00 საათზე, საღმრთო სადღესასწაულო ლიტურგიას კი, 00:00 საათზე დაიწყებს.

წირვის დაწყებამდე ტაძარში პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს წაიკითხავენ. ლიტურგიის დასრულების შემდეგ კი, უწმინდესი მრევლს ქადაგებით მიმართავს.

banner
წინა სტატიაშიდავით ზალკალიანი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტს უბრუნდება
შემდეგი სტატიარუსეთის პრეზიდენტმა ჰოკეი წააგო