მორიგი ტერაქტი- მაკრატლებით შეიარაღებული პალესტინელი მოზარდები იერუსალიმში მოქალაქეებს დაესხნენ თავს

მორიგი ტერაქტი მოხდა დღეს იერუსალიმში. მაკრატლებით შეიარაღებული პალესტინელი მოზარდი გოგოები ბაზრის ტერიტორიაზე გამვლელებს დაესხნენ თავს. მათ პალესტინელი ქალი მოკლეს და რამდენიმე ადამიანი დაჭრეს.

ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა ცეცხლი გახსნეს და ერთი თავდამსხმელი მოკლეს. ის 16 წლის მოზარდი აღმოჩნდა, მეორე თავდამსხმელი კი 14 წლისაა. ის დაკავების ოპერაციის დროს მძიმედ დაიჭრა.

ბოლო 8 კვირის განმავლობაში ცივი იარაღით თავდასხმების სერიის შედეგად 19 ებრაელი, 1 ამერიკელი და 83 პალესტინელია დაღუპული. ქვეყნის მასშტაბით უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მოქმედებს.

banner
წინა სტატიაშისუს-ის ინფორმაციით, ISIS-ის სახელით გავრცელებულ ვიდეოზე გამოძიება დაწყებულია
შემდეგი სტატიამოსკოვის ოლქიდან ნატოს ქვეყნებში – კონტრაბანდული გზით