მორიგი სკანდალი-ე.წ. კანონიერი ქურდი დავით გერლიანი უკრაინაში ისევ დააკავეს

უკრაინული მედია ქვეყნის უშიშროების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი, კანონიერი ქურდი დავით გერლიანი იგივე ,,დათო სვანი,, უკრაინაში მორიგ ჯერზე დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დავით გერლიანი ოდესაში არალეგალურად იყო ჩასული, რათა იქაური კრიმინალური სამყარო გაეკონტროლებინა, თუმცა როგორც კი იგრძნო რომ მის კვალს სამართალდამცავები დაადგნენ, ოდესა დატოვა და დნეპრში გადავიდა სადაც უკრაინის უშიშროებამ აიყვანა.

უკრაინელები, შარშანდელივით, გერლიანის დეპორტაციას გეგმავენ და მას 3 წლით აუკრძალავენ ქვეყანაში შესვლას. შეგახსენებთ, რომ გერლიანის უკრაინაში დაკავებას და დეპორტაციას გასული წლის ივნისის თვეში საქართველოში სკანდალი მოჰყვა, რადგან მან თბილისის საერთაშორისო აეროპორტი უპრობლემოდ დატოვა. ოპოზიციამ მაშინ ხელისუფლება კრიმინალური ავტორიტეტისათვის ხელშეწყობაში დაადანაშაულა, რასაც გერლიანის დაკავება მოჰყვა საქართველო-სომხეთის საზღვრის უკანონო გადაკვეთის დროს, თუმცა დავით გერლიანი ქართულმა სასამართლომ “კანონიერი ქურდობის” ბრალდების ნაწილში გაამართლა, ხოლო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობაში ის დამნაშავედ ცნეს და ჯარიმის გადახდა დააკისრეს. 6500 ლარის გადახდით, გერლიანი სასამართლოს დარბაზიდან გაანთავისუფლეს და მან მცირე დროში ქვეყანა დატოვა. ჯერჯერობით უცნობია, ამჯერადაც საქართველოში გაადეპორტებენ თუ არა გერლიანს თუმცა საინტერესოა როგორ მიიღებენ მას ამჯერად ქართველი სამართალდამცავები.

banner
წინა სტატიაშიპატრუშევი: უკრაინაში რუსების გენოციდს ვერ დავუშვებთ
შემდეგი სტატიაშსს-მ ნონა წოწორიას ძმის სახლიდან პისტოლეტი და სხვადასხვა კალიბრის ვაზნები ამოიღო