მორიგი შეხვედრა შსს-ში – სამინისტროსა და მესამე სექტორის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ჯგუფი მუშაობას იწყებს

სპეციალური ჯგუფი, რომელიც შს მინისტრთან გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ შეიქმნა და რომელმაც 12 მაისის ღამეს, კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციზე და სამართალდამცავთა მხრიდან ძალაუფლების შესაძლო გადამეტებაზე უნდა იმსჯელოს, მუშაობას იწყებს. ჯგუფი შსს-ს წარმომადგენლებით, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მოძრაობა თეთრი ხმაურის წევრებით არის დაკომპლექტებული. შეხვედრა დღეს შსს-ში იგეგმება.
„ჩვენ არ გვინდა, რომ თუკი რაიმე დარღვევები იყო და რაიმე გადაცდომას ჰქონდა ადგილი ეს გადაცდომები რეაგირების გარეშე დარჩეს. ამავდროულად, თუკი ეს გადაცდომები დაგეგმილი იყო უფრო მაღალ დონეზე და ეს კონკრეტული სამართალდამცველების დონეზე მიღებული გადაწყვეტილების სფეროს ცდებოდა ამაზეც იყოს რეაგირება“- აცხადებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის პროექტების კოორდინატორი, იურისტი გურამ იმნაძე

banner
წინა სტატიაშისისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს მას, ვისაც ნარკოტიკის ნებისმიერი დოზა აღმოაჩნდება მანქანაში, სახლში თუ ჯიბეში
შემდეგი სტატიაწულუკიანი: ვუსმინე, როგორც გვეძახა ბექა წიქარიშვილმა ბუშები, ოღონდ ჯორჯ და ბარბარა არა