მორგან ფრიმანს სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებენ

ერთდროულად რვა ქალი ადანაშაულებს გამოჩენილ ამერიკელ კინომსახიობს მორგან ფრიმანს სექსუალურ შევიწროვებაში. მათი თქმით, 80 წლის ფრიმანმა მათ მიმართ უხამსი საქციელი ჩაიდინა გადასაღებ მოედანზე და სხვა სიტუაციებში – ამის შესახებ ინფორმაცია “სიენენმა” გაავრცელა.
კინოგადამღები ჯგუფის ერთ-ერთმა ადმინისტრატორმა თქვა, რომ ფრინამი ხშირად იყენებდა სექსუალური ხასიათის ჟესტებსა და კომენტარებს კომედია “ლამაზად წასვლაში” 2015 წელს. მაგალითად, მსახიობი მას ხელებს უფათურებდა კაბის ქვეშ და ეკითხებოდა, ჩაიცვა თუ არა მან ქვედა საცვალი. სხვა ქალებმა აღნიშნეს, რომ ფრიმანი ხშირად ამბობდა არასასურველ კომენტარებს მათ აღნაგობასთან დაკავშირებით.
ფრიმანს ჯერჯერობით, კომენტარი არ გაუკეთებია.

banner
წინა სტატიაშიგაეროს გენერალური მდივანი ტრამპი-კიმ ჩენ ინის შეხვედრის გაუქმების გამო შეშფოთებას გამოხატავს
შემდეგი სტატიამოსკოვში მამაკაცმა მძევლად ოჯახი აიყვანა