“მორჩილება” ფასდება და “ურჩობა” ისჯება”- გოცირიძეზე სერიოზული კითხვის ნიშნებია ქვეყანაშიც და საერთაშოროსო დონეზეც

“მორჩილება” ფასდება და “ურჩობა” ისჯება, – ასე აფასებს ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი საკონსტუტუციო სასამართლოში მოსამართლედ ევა გოცირიძის კანდიდატურის დასახელებას.

“მე ვფიქრობ, ძალიან დიდი შეცდომაა ხელისუფლების მხრიდან, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოში უშვებ ადამიანს, რომლის პროფესიულ კვალიფიკაციასთან და კეთილსინდისიერებასთან მიმართებაში არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ევროპულ სტრუქტურებშიც ძალიან მნიშვნელოვანი კითხვის ნიშნები დაისვა. პოლიტიკის თვალსაზრისით, ეს არის ძალიან ცუდი მესიჯი, რომელიც იგზავნება არა მხოლოდ სასამართლო ხელისუფლებაში, არამედ მთელ ქვეყანაში, რომ “მორჩილება”, პოლიტიკური ნების გატარება ფასდება და “ურჩობა” ისჯება. გოცირიძის მიმართ ძალიან სერიოზული კითხვები არსებობს. მას ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, მათ შორის სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით, ძალიან უცნაური ხედვები აქვს, რომელიც არ მოდის მაინცდამაინც შესაბამისობაში არც ეროვნულ, არც საერთაშოროსო სტანდარტებთან. მისი კეთილსინდისიერება და მოქმედებები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრობის დროს, განსაკუთრებით მეორე ფაზაში, ძალიან სერიოზული საზოგადოებრივი პროტესტის საფუძველი გახდა. ამავე დროს ის დაიწუნეს ევროპული სასამართლოს მოსამართლეობისთვის”, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

banner
წინა სტატიაში„სასიხარულო ამბავი, რომელიც დღეს დილით გამოქვეყნდა… ეკონომიკური ზრდა 5,7 % გახლავთ”- პრემიერი
შემდეგი სტატიაიანოშ ჰერმანი მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე კომენტარს არ აკეთებს