“მორალურად, შეიძლება ერთ კაცს ჰქონდეს უფლება მიუთითოს ვინმეს დატოვოს პარლამენტი”, – თამაზ მეჭიაური

კოალიციაში არსებულ მწვავე დაპირისპირებაზე კომენტარებს აკეთებენ უმრავლესობის წევრები. ისინი დაპირისპირებულ მხარეებს მოუწოდებენ მეტი კორექტულობისკენ

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ღიად მიანიშნა, რომ ერთადერთი პირი, ვისაც შეუძლია გოგი თოფაძეს კოალიციის დატოვებისკენ მოუწოდოს, ის ადამიანია, ვინც კოალიცია შეკრიბა და 2012 წლის არჩევნებში მოუტანა და ეს ადამიანი ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილია.

“მორალურად, შეიძლება ერთ კაცს ქონდეს უფლება მიუთითოს ვინმეს დატოვოს პარლამენტი, ვინც ყველა ისინი გაიყვანა, ვინც უთითებს ისიც და ვისაც უთითებენ ისიც. მას მემგონი არავისთვის არაფერი უთქვამს,” – განმარტა თამაზ მეჭიაურმა.

რესპუბლიკელებისა და მრეწველების დაპირისპირების თემაზე განცხადებები სავარაუდოდ დღეს პლენარულ სხდომაზეც.

banner
წინა სტატიაშიექიმის ინფორმაციით, ალექსი პეტრიაშვილს სავარაუდოდ 3 დღეში გაწერენ
შემდეგი სტატია“მე, პირადად, ბატონ გოგი თოფაძესთან საუბარი დავამთავრე”, – ლევან ბერძენიშვილი